ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი და ა(ა)იპ ინტერდისციპლინური კვლევების საერთაშორისო ცენტრი 2024 წლის 4 ოქტომბერს გამართავენ სამეცნიერო კონფერენციას-გოდერძი ჩოხელი-პოეტი, მწერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი-70 .
სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამივე საფეხურის სტუდენტებს (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა), კურსდამთავრებულებს, მკვლევრებს, უმაღლესი სასწავლებლების აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს. მომხსენებლებს გადაეცემათ კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
ქართველ მწერალს - გოდერძი ჩოხელს 2024 წლის 2 ოქტომბერს 70 წელი შეუსრულდებოდა. მისი ლექსები, ნოველები, პიესები, ფილმები პოპულარობით სარგებლობს როგორც საქართველოში, ასევე – მის ფარგლებს გარეთ.
სამეცნიერო კომიტეტი 2024 წლის 5 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით მიიღებს თეზისებს გოდერძი ჩოხელის ცხოვრებისა და შემოქმედების თემატიკის შესახებ. თეზისები მომხსენებლებმა უნდა გადმოაგზავნონ მეილზე: interdis.rc@gmail.com.
კონფერენციის პროგრამა მომხსენებლებს დაეგზავნებათ მეილზე 20 სექტემბერს.
თეზისების გაფორმების წესი
გთხოვთ, შეიტანოთ შემდეგი მონაცემები:
1. ავტორის სახელი და გვარი ქართულად და ინგლისურად;
2. თეზისების სათაური ქართულად და ინგლისურად;
3. ორგანიზაციის/სასწავლებლის დასახელება ქართულად და ინგლისურად;
4. ფაკულტეტის დასახელება ქართულად და ინგლისურად;
5. თეზისების ძირითადი ტექსტი (MS Word-ის ფორმატით) ქართულად და ინგლისურად;
6. 3-5 საკვანძო სიტყვა ქართულად და ინგლისურად;
7. ფორმატი — A4
8. შრიფტი — UNICODE (Sylfaen)
9. თეზისების /სტატიის ძირითადი ტექსტი დაიწყეთ მომდევნო, ახალი გვერდიდან, 12 ზომის შრიფტით.
10. ფოტოების და სხვა გრაფიკული გამოსახულების კომპიუტერული ვარიანტი შესრულებული უნდა იყოს JPG ფორმატში.
11. თეზისის მოცულობა: 200 სიტყვა თითოეულ ენაზე.
12. თავფურცელი გააფორმეთ შემდეგი თანმიმდევრობით:
- ავტორ(ებ)ი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
- სათაური — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
- ორგანიზაცია, მაგ., ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
- ფაკულტეტის დასახელება — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
- ბოლოს — საკვანძო სიტყვები.